სტატისტიკა

2009 წლის
სტატისტიკის მონაცემები:

2008 წლის სტატისტიკა  12 თვე
ჰეროინი   8კგ332გრ
სუბუტექსი   ~8992 აბი
სუბოქსონი   90 აბი
ბუპრენორფინი   71.93395გრ
მეთადონი   179.85282გრ
მორფინი   36.337 გრ
მარიხუანა   3კგ849გრ
ოპიუმი   47.4512 გრ
კოკაინი   0.02 გრ
ტრამადოლი  8.485გრ
კოდეინი   0.735გრ
მეტამფეტამინი   0.2577გრ
დიფენოფქ სილატი   0.7გრ


სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი 
  

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში "სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი" შეიქმნა 2004 წლის 30 დეკემბერს.

სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ტრეფიკინგისა უკანონო მიგრაციის, ნარკომანიისა და საერთაშორისო ნარკობიზნესის, იარაღითა და მისი კომპონენტებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების, საზოგადოებრივი უშიშროების და წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ ცალკეულ დანაშაულთა გამოვლენა, თავიდან აცილება და აღკვეთა, ძებნის ფუნქციის განხორციელება და დეპარტამენტის საბრძოლო ძალით უზრუნველყოფა.

სს "სოდ"-ი შედგება დანაყოფებისაგნ, რომელთა მეშვეობითაც იგი ახორციელბს მასზე დაკისრებული მოვალეობების განუხრელ შესრულებას. ეს დანაყოფებია: 

"ორგანიზაციული და რეგიონალური დანაყოფების მართვის მთავარი სამმართველო", რომელიც უზრუნველყოფს დეპარტამენტის საკადრო და ორგანიზაციულ საკითხთა გადაწყვეტას, ახორციელებს უკანონო ბრუნვიდან ამოღებულ ნარკოტიკული ნივთიერებების მიღებას, შემოსული ინფორმაციის ანალიტიკურ დამუშავებას და კოორდინაციას უწევს "სოდ"-ის რეგიონალური დანაყოფების საქმიანობას.


"ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან, ტრეფიკინგთან და უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის მთავარი სამმართველო", რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელბს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულის გამოვლენას, გახსნას, თავიდან აცილებას და აღკვეთას; ასევე აწარმოებს იმ დანაშაულებრივი დაჯგუფებებისა და ცალკეულ პირთა გამოვლენას, რომლებიც ეწევიან "ადამიანით ვაჭრობას" - ტრეფიკინგს და არალეგალურ მიგრაციას.
"ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისა და სპეციალურ დავალებათა მთვარი სამმართველო", რომელიც ახორცილებს ბრძოლას ორგანიზებული დაჯგუფებებისა და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ, აგრეთვე აწარმოებს იმ პირთა ძებნას და შესაბამის ორგანოებში წარდგენას, რომლებიც ემალებიან გამოძიებას, სასამართლოს ან თავს არიდებენ სასამართლოს მიერ დანიშნულ სასჯელს.


ქართულად 
ცხელი ხაზი:
ტრეფიკინგთან ბრძოლის ცხელი ხაზი
41-17-14
ნარკომანიასთან ბრძოლის ცხელი ხაზი
51-70-34
როგორ ვებრძოლოთ ნარკოტიკებს
ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა
რა არის ტრეფიკინგი?

სპეც რაზმი
ორგანიზებული დანაშაული