სტატისტიკა

2009 წლის
სტატისტიკის მონაცემები:

2008 წლის სტატისტიკა  12 თვე
ჰეროინი   8კგ332გრ
სუბუტექსი   ~8992 აბი
სუბოქსონი   90 აბი
ბუპრენორფინი   71.93395გრ
მეთადონი   179.85282გრ
მორფინი   36.337 გრ
მარიხუანა   3კგ849გრ
ოპიუმი   47.4512 გრ
კოკაინი   0.02 გრ
ტრამადოლი  8.485გრ
კოდეინი   0.735გრ
მეტამფეტამინი   0.2577გრ
დიფენოფქ სილატი   0.7გრ


როგორ ვებრძოლოთ ნარკოტიკებს 
     

     პოლიციას მხოლოდ საკუთარი ძალებით არ შეუძლია ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლა. წარმატების მიღწევა მხოლოდ საზოგადოების მხარდაჭერით არის შესაძლებელი.

 არკოტიკული ნივთიერებების მოხმარება/გასაღების ზოგიერთი ნიშანი:

• სადარბაზოებთან ან ცენტრალური გზიდან მოფარებულ ადგილებში შეკრებილ ადამიანთა ჯგუფი;
• საცხოვრებელ სახლში დროის მცირე მონაკვეთით ჯგუფურად შეკრება;
• დროის მოკლე მონაკვეთში ავტომანქანების თავშეყრა და შემდგომ მათი სწრაფი დაშლა;
• ერთი და იგივე ადამიანების მიერ თანხების სისტემატური შეგროვება;
• ერთ ადგილას დაყრილი გამოყენებული ერთჯერადი შპრიცების სიმრავლე;
• ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვის თაობაზე შემოთავაზება ან თქვენს მიერ შემთხვევით გაგებული საუბარი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება/გასაღების შესახებ.


როგორ განვაცხადოთ ნარკოტიკებთან დაკავშირებული ქმედებების თაობაზე:

• ნუ ჩათვლით, რომ პოლიციამ უკვე იცის აღნიშნული ფაქტის თაობაზე ან რომ თქვენი მეზობელი დარეკავს;
• ნუ ჩათვლით, რომ მხოლოდ ერთი განაცხადი საკმარისია. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საქმიანობა ისევ გრძელდება, კვლავ განაცხადეთ ამის შესახებ;
• იმ შემთხვევაში, თუ მდგომარეობა შეიცვლება, გააკეთეთ განაცხადი აღნიშნულის თაობაზე;
• იმ შემთხვევაში, თუ საპატრულო მანქანა ხელმისაწვდომია, შეატყობინეთ პოლიციის თანამშრომელს და იგი მოახდენს აღნიშნულ ფაქტზე რეაგირებას.


 ად უნდა დავრეკოთ
• თუ თქვენ თვლით, რომ საჭიროა პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივი რეაგირება, დარეკეთ 022-ზე;
• თუ თქვენ თვლით, რომ პოლიციამ უნდა იცოდეს აღნიშნული ფაქტის შესახებ, მაგრამ არ მოითხოვს დაუყოვნებლივ რეაგირებას, ამის შესახებ დარეკეთ შს სამინისტროს ცხელ ხაზზე 51-70-34. ამის შემდეგ პოლიცია თავად მიიღებს შესაბამის ზომებს.

თქვენ შეგიძლიათ განაცხადოთ ნარკოტიკებთან დაკავშირებული ქმედებების თაობაზე ანონიმურად, მაგრამ სასურველია თუ თქვენ სახელსა და ტელეფონის ნომერს დატოვებთ, რადგან დამატებითი ინფორმაციის მიღება შეიძლება გახდეს აუცილებელი.


• საქართველოში დღეისათვის სავარაუდოდ, 130-დან 250 ათასამდე ნარკოტიკის მომხმარებელია, აქედან დაახლოებით 60% მარიხუანას მოიხმარს, დანარჩენი 40% კი სხვადასხვა ნარკოტიკს ოპიატების ჯგუფიდან (სუბოტექსი, ჰეროინი, ოპიუმი).

ნარკოტიკების მოხმარება იწვევს:

• ნარკომანს დამახასიათებელი გარეგნობა აქვს _ იგი გამოფიტულია, კანი მიწისფერი, გამშრალი, აქერცლილი. სახე შეშუპებული. კიდურებზე, ზოგჯერ კისერზე და საზარდულში შეინიშნება ინექციების კვალი, ვენების ნაცვლად ჩანს მკვრივი ჭიმები. არტერიული წნევა და გულის ცემის სიხშირე დაქვეითებულია. მამაკაცებს უვითარდებათ იმპოტენცია, ქალებს ერღვევათ მენსტრუალური ციკლი. გარეგნულად გამოიყურებიან თავის ასაკზე უფრო ხანდაზმულად, შეინიშნება ადრეული გაჭაღარავება, გამელოტება, ფრჩხილების მტვრევადობა და კბილების გაფუჭება.


საქართველოში გავრცელებული ნარკოტიკები:

• სუბოტექსი - შეიცავს ბუპრენორფინს. გარკვეული დოზის შემდეგ მისი ნარკოტიკული ეფექტი აღარ მატულობს და დოზის გაზრდას აზრი ეკარგება. ალკოჰოლურ, საძილე ან დამამშვიდებელ პრეპარატებთან ერთად მისი მიღება იწვევს სუნთქვის ცენტრის პარალიზებას და სიკვდილს. სხვა ორგანოებთან ერთად სუბოტექსი განსაკუთრებით ღვიძლს აზიანებს.
• ჰეროინი - წარმოადგენს მორფინის ნახევრად სინთეზურ ნაწარმს, ორგანიზმზე ზემოქმედების სიძლიერით მორფინზე 20-ჯერ ძლიერია. იწვევს ინვალიდობას, გულის გაჩერებას, ღვიძლის დაშლასა და სისხლ-ძარღვთა დაავადებებს. მასზე ყველაზე სწრაფად ვითარდება დამოკიდებულება.
• მარიხუანა - მისი მოწევიდან 2-5 წუთში იწყება ინტოქსიკაციის (მოწამვლის) პირველი ფაზა, ვითარდება შიშის მშფოთვარე-ეჭვნეული მდგომარეობა. ირღვევა სივრცის, განათების, ზომების, ფერების აღქმის უნარი. ხასიათდება ემოციური აშლით, კუნთოვანი სისუსტით, დეპრესიით. არსებობს ფსიქოზის განვითარების საშიშროება.
• ე.წ. ვინტი - თვითნაკეთი, კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკი ეფედრონი, რომელიც ფსიქოსტიმულატორების ჯგუფს მიეკუთვნება. იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის აღგზნებას, კრუნჩხვას, პარკინსონიზმს, ღრმა ჭკუასუსტობას, ტვინში სისხლის ჩაქცევასა და სიკვდილს. მის მოსამზადებლად გამოყენებული ქიმიური ნივთიერებები კი იწვევს თავის უბნების მძიმე დაზიანებასა და კვდომას. მკურნალობით მათი აღდგენა შეუძლებელია.

სასჯელი:

• ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ დაკავებისას მოქალაქე ისჯება ადმინისტრაციული სასჯელით 500 ლარის ოდენობით;
• 1 წლის განმავლობაში, განმეორებით შემთხვევაში აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1 წლის ვადით ან ჯარიმას 2000 ლარის ოდენობით;
• დაკავებისას ნარკოტიკების აღმოჩენის შემთხვევაში, მოქალაქეს ემუქრება სისხლის სამართლის სასჯელი;
• ნარკოტიკების უკანონო რეალიზაცია ისჯება თავისუფლების აღკვეთით 8-დან 20 წლამდე, ან უვადოდ.


ქართულად 
ცხელი ხაზი:
ტრეფიკინგთან ბრძოლის ცხელი ხაზი
41-17-14
ნარკომანიასთან ბრძოლის ცხელი ხაზი
51-70-34
როგორ ვებრძოლოთ ნარკოტიკებს
ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა
რა არის ტრეფიკინგი?

სპეც რაზმი
ორგანიზებული დანაშაული