ორგანიზებული დანაშაულის ცნება - ორგანიზებული დანაშაული გულისხმობს პირის ან პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეცნობით, შემუშავებული გეგმის მიხედვით, სარგებლის უკანონოდ მიღების ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ინტერესის დაკმაყოფილების მიზნით ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას.
ორგანიზებული დანაშაული ძირითადად ხორციელდება კრიმინალური დაჯგუფებების მიერ, რომლებსაც დანაშაულის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში ხელმძღვანელობენ კრიმინალური ავტორიტეტები ან კანონიერი ქურდები.
ორგანიზებული დანაშაულის ძირითადი ფორმებია: კანონიერი ქურდობა და ქურდული სამყაროს წევრობა, რეკეტი, ადამიანის ან სხვისი ქონების გატაცება ფულის გამოძალვის ან სხვა დანაშაულებრივი მიზნის მისაღწევად, ცეცხლსასროლი იარაღით, ფეთქებადი ნივთიერებებითა და ანტიკვარული ნივთებით უკანონო ვაჭრობა, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია.
საქართველოს სისხლის სამართლისა და საპროცესო კოდექსებში 2005 წელს შეტანილ იქნა ცვლილებები, რომლებიც უზრუნველყოფენ სამართალდამცავი უწყებების მიერ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ეფექტურობის ამაღლებას.
ხსენებული ცვლილებების ფონზე ბოლო პერიოდში საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი უწყებების მიერ განხორციელებული იქნა მთელი რიგი წარმატებული ღონისძიებები ქვეყანაში ორგანიზებული დანაშაულის აღმოფხვრის მიზნით.
|