ადამიანების ტრეფიკინგი არის მონობის თანამედროვე ფორმა, რომელიც გამოიხატება ადამიანების მიმართ შრომითი ექსპლუოტაციით.
ტრეფიკერები აგროვებენ ადამიანიებს, უმეტესად ისეთ ქალებს და ბავშვებს, რომლებიც სიღარიბითა და საარსებო რესურსების სიმცირით გამოირჩევიან. ისინი ადამიანებს იზიდავენ უკეთესი ცხოვრების დაპირებით და შემდეგ აიძულებენ იცხოვრონ და იმუშაონ უსამართლო, არაჰუმანურ ან ძალადობრივ პირობებში. ადამიანების ტრეფიკინგი განსაზღვრულია როგორც: - სექსუალურ ტრეფიკინგში იგულისხმევა კომერციული სექსუალური აქტი შესრულებული ძალის გამოყენებით, მოტყუებით, იძულებით ან იგივე აქტის ჩადენა იმ პირის მიერ, რომელსაც არ შეუსრულდა 18 წელი; - ან მოგროვება, განთავსება, ტრანსპორტირება, გარიგება ან პირის გამოყენება ფიზიკური შრომისათვის და სხვა მომსახურებისათვის ძალის გამოყენებით ან იძულებით ნებისსაწინააღმდეგო მორჩილების, კაბალურ მდგომარეობაში ჩაყენებით, ვალის დაკისრება ან მონობა. ადამიანებით ტრეფიკინგი მოიცავს იძულებას, მოტყუებას ან ძალის გამოყენებას სხვა პირზე კონტროლის განხორციელების მიზნით.
გახსოვდეთ, რომ თქვენ აუცილებლად დაგეხმარებიან!
თუ თქვენ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი გახდით, დაგვირეკეთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცხელი ხაზის შემდეგ ნომერზე - 41 17 14.
თუ იცით, რომ ვინმე პიროვნება არის მსხვერპლი და თქვენთვის ცნობილია მისი ადგილსამყოფელი შეგვატყობინეთ, კონფიდენციალურობა გარანტირებულია!
სევე, შეგიძლიათ დარეკოთ საქართველოს გენერალური პროკურატურის ცხელ ხაზზე - 99 74 10; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში 99 50 76 - თბილისი, ბათუმის ფილიალი - 2 36 22; ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა და დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდში – 38 29 03; მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში – 91 34 61.
შეეცადეთ, დაუკავშირდეთ თქვენი ქვეყნის საკონსულოს, საელჩოს, სამართალდამცავ ორგანოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ამ საკითხზე მუშაობენ.
თუ დადასტურდა, რომ თქვენ ტერფიკინგის მსხვერპლი ხართ, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი უფლებებითა და გარანტიებით, რასაც გთავაზობთ სახელმწიფო:
• თუ გასაჩერებელი ადგილი არ გაქვთ, სახელმწიფო უზრუნველყოფს თქვენს მოთავსებას უსაფრთხო საცხოვრებელში ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებაში (თავშესაფარში);
• თქვენ გაქვთ უფლება, ისარგებლოთ 30 დღიანი მოსაფიქრებელი ვადით, რათა ამ დროის მანძილზე მიიღოთ გადაწყვეტილება, გსურთ თუ არა, ითანამშრომლოთ სამართალდამცავ ორგანოებთან;
• მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში თქვენ თავისუფლდებით ჩვენების მიცემაზე უარის თქმის გამო სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან;
• თავშესაფარში, თქვენივე თანხმობით, გაგიწევენ უფასო სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას, აგერთვე უფასო იურიდიულ კონსულტაციას და დახმარებას. თავშესაფარში მყოფი მსხვერპლების უსაფრთხოების დაცვა გარანტირებულია;
• თქვენ ასევე თავისუფლდებით სისხლის სამართლის კოდექსით გათავლისწინებული დანაშაულების – საზღვრის უკანონო გადაკვეთის, ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადების, გასაღების ან გამოყენებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის, პროსტიტუციის, საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისათვის დადგენილი წესების დარღვევით ცხოვრებისათვის, თუ ეს დანაშაულები ჩადენილია ტრეფიკინგის მსხვერპლად ყოფნის გამო;
• დაუშვებელია თქვენი მოთავსება დაკავების, წინასწარი პატიმრობის ადგილებში, ციხეებსა და საპყრობილეებში, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევისა, თუ არის შესაძლებლობა, რომ მოგათავსონ სხვა დაკავებულთაგან იზოლირებულად;
• სახელმწიფო უზრუნველყოფს თქვენი პატივისა და ღირსების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასა და უსაფრთხოების სრულ დაცვას;
• თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ სრული ინფორმაცია თქვენი უფლებების დაცვის იმ მექნიზმების შესახებ, რომლებიც გათვალისწიონებულია საქართველოს კანონმდებლობაში;
• თქვენ შეგიძლიათ, მონაწილეობა მიიღოთ პროფესიული სწავლებისა და სხვა საგანმანათლებლო პროგრამებში;
• თქვენი პირადი უსაფრთხოების დაცვა და სამედიცინო- ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ღონისძიებები განხორციელდება თქვენივე თანხმობით და თქვენი პერსონალური მონაცემების სრული გასაიდუმლოებით;
• ასევე, უფლება გაქვთ, მიიღოთ სრული ინფორმაცია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) სფეროში საქართველოს კანონმდებლობის შესახებ;
• ტრეფიკინგის მსხვერპლად ყოფნის გამო გასაიდუმლოვდება თქვენი ვინაობა, მისმართები და სხვა პერსონალური ინფორმაცია;
• თქვენ გაქვთ უფლება, მოითხოვოთ ფულადი კომპენსაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
• ასევე, უფლება გაქვთ, საქართველოს კანონდებლობით დადგენილი წესით, მიმართოთ სამოქალაქო სარჩელით სასამართლოს და მოითხოვოთ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის შედეგად მიყენებული მორალური, ფიზიკური ან ქონებრივი ზიანის ანაზღაურება.
|