სტატისტიკა

2009 წლის
სტატისტიკის მონაცემები:

2008 წლის სტატისტიკა  12 თვე
ჰეროინი   8კგ332გრ
სუბუტექსი   ~8992 აბი
სუბოქსონი   90 აბი
ბუპრენორფინი   71.93395გრ
მეთადონი   179.85282გრ
მორფინი   36.337 გრ
მარიხუანა   3კგ849გრ
ოპიუმი   47.4512 გრ
კოკაინი   0.02 გრ
ტრამადოლი  8.485გრ
კოდეინი   0.735გრ
მეტამფეტამინი   0.2577გრ
დიფენოფქ სილატი   0.7გრ


  
სამაგიეროდ, წინა წლებში ბევრი იყო წინასწარი დაკავების საკნებში „თვითმკვლელობის“ შემთხვევები. რატომღაც, პატიმრები მასობრივად „ხტებოდნენ“ პოლიციის შენობების მაღალი სართულებიდან. ის ადამიანები, რომლებიც ფულს ვერ იხდიდნენ, უსასტიკესი წამების მსხვერპლი ხდებოდნენ, რასაც ხშირად მათი სიკვდილი მოსდევდა. ეს პრაქტიკა საბოლოოდ დასრულდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში წინასწარი დაკავების საკნებში არათუ „თვითმკვლელობა“, წამების არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა. სამინისტრო ძალზე ფხიზლად ადევნებს თვალს ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ მდგომარეობას როგორც წინასწარი დაკავების საკნებში, ისე პოლიციის განყოფილებებში. ყველამ, ვინც ჩვენ ზედმეტ სისასტიკეში გვადანაშაულებს, პირველ რიგში ეს უნდა გაითვალისწინოს. ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ჩვენ 150-ზე მეტი პოლიციელი დავიჭირეთ სხვადასხვა დანაშაულის, მათ შორის ადამიანის უფლებათა დარღვევისა და კორუფციის გამო. ეს უფრო მეტია, ვიდრე მთელი წინა ათი წლის განმავლობაში ერთად აღებული. ბოლო წლების მანძილზე არ მომხდარა არც ფარული ლიკვიდაციები, რაც გავრცელებული მოვლენა იყო ახლო წარსულში. ყველა სპეცოპერაციის შესახებ სამინისტრო თავად ავრცელებს ინფორმაციას. ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს. რაც შეეხება უცხოეთის ქვეყნების ანალოგიურ მონაცემებთან შედარებას: საქართველოში პოლიციელების ხელით დაღუპულთა რიცხვი ყოველ ასი ათას მოსახლეზე 0,46-ს შეადგენს (21 დაღუპული 4,6 მილიონ მოსახლეობაში), საოცარია, მაგრამ აშშ დედაქალაქში, ვაშინგტონში იგივე მაჩვენებელი 1,53-ია, ანუ სამჯერ უფრო მაღალი, ვიდრე საქართველოში. ჩვენთან რომ იგივე პროპორცია იყოს, როგორც ვაშინგტონშია, გასულ წელს ჩვენ გვეყოლებოდა 70 ლიკვიდირებული და არა 21. ლოს-ანჟელესში, სადაც 3,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, წელიწადში პოლიცია საშუალოდ 19 ადამიანის ლიკვიდაციას ახდენს. ჰიუსტონში, პოლიციელის ხელით პროპორციულად უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე საქართველოში.

 005 წელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს 16 პოლიციელი დაიღუპა, მათგან 6 -კრიმინალების ხელით. სამი პოლიციელი გორში მომხდარ ტერაქტს შეეწირა, ერთი - ქურთაში ოსი ბანდიტების ხელით დაიღუპა, ზურაბ ქვლივიძე არუთინიანის მსხვერპლი გახდა, დავით კვანტალიანი კი ყაჩაღებმა მაშინ ჩაცხრილეს, როდესაც თავის უბანში პატრულირებას ახორციელებდა. პატრული გურამ თოფჩიშვილი მაშინ დაიღუპა, როდესაც ქობულეთში ზღვაში ბავშვის გადარჩენას ცდილობდა. ის რეფორმები, რომლებიც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ პოლიციაში გატარდა, სამაგალითოდ გამოადგებოდა ბევრ ქვეყანას. პოლიციის რეფორმის მიზანი მარტო ის არ არის, რომ გზაზე პატრული ფულს აღარ იღებს, არამედ პირველ რიგში ის, რომ უფრო ეფექტურად ვებრძოლოთ კრიმინალს. დღეს, ამ ბრძოლაში გადამწყვეტი ეტაპია. ან პოლიცია შეძლებს და საბოლოოდ დაამარცხებს კანონიერ ქურდებსა და ზოგადად ქურდულ აზროვნებას, ან კიდევ ათწლეულების მანძილზე ჩვენს შვილებს ონიანების, კალაშოვების, გლეხოვიჩებისა და წრიპების მიერ დადგენილი წესებით მოუწევთ ცხოვრება. თუ ჩვენ შევძელით და ქურდული სამყარო საბოლოოდ წელში გავტეხეთ, თუ ყველა დამნაშავე მიხვდა, რომ პოლიციელს ცეცხლის გახსნით ვერ შეაშინებ, ვერც მოქრთამავ და ვერც გავლენიანი ნაცნობების საშუალებით დააღწევ თავს, მაშინ ვიტყვით, რომ კრიმინალთან ბრძოლაში გამარჯვებას მივაღწიეთ. პოლიციისა და დამნაშავეების ბრძოლა მხოლოდ დამნაშავეთა სამყაროს უკან დახევით შეიძლება დასრულდეს. ჩვენ უკან არ დავიხევთ, რადგან ჩვენს უკან ჩვენი და ჩვენი შვილების უსაფრთხოება და კეთილდღეობა დგას.

უკანასკნელ ხალხს პოლიციის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციების თემამ მასმედიის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. ოპოზიციამ შსს-ს მაშინვე დასდო ბრალი ზედმეტი ძალის გამოყენებაში. ჩვენი ზოგიერთი ოპონენტი იმასაც კი ამტკიცებს, თითქოს დამნაშავეთა ადგილზე ლიკვიდაცია სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი იყოს. მინდა, კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ დამნაშავეთა ლიკვიდაციას სამინისტრო განიხილავს, როგორც უკიდურეს ღონისძიებას, რომელიც გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც საფრთხე ემუქრება ადამიანთა, მათ შორის პოლიციის თანამშრომელთა სიცოცხლეს, და აღარ არსებობს საფრთხის თავიდან აცილების სხვა საშუალება. 2005 წელს პოლიციამ დააკავა 11 ათასზე მეტი ადამიანი. აქედან, მხოლოდ 15 შემთხვევაში პოლიციას მოუწია სასიკვდილო ძალის გამოყენება. სამწუხაროდ, შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. მათგან 3 ეჭვმიტანილი იყო პოლიციელების მკვლელობაში, 2 გაქცეული იყო ციხიდან, 6 ნასამართლევი იყო 3-ჯერ და მეტად, 4 - ორჯერ. ყველა შემთხვევაში პოლიციის წინააღმდეგ გამოყენებული იყო იარაღი. არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, რომ პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერაციის დროს დაღუპულიყოს ან დაშავებულიყოს შემთხვევითი გამვლელი. ეს ნათლად მეტყველებს პოლიციელების პროფესიონალიზმზე. 21 ლიკვიდაცია ერთი წლის მანძილზე. ბევრია თუ ცოტა? ჩვენ არ გვაქვს სანდო მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენი ადამიანის ლიკვიდაცია ხდებოდა ქართველი ძალოვანების მიერ წარსულში. თუმცა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს ციფრი უფრო ნაკლები იყო. და ეს ადვილად აიხსნება: სერიოზული კრიმინალი არ გაუხსნიდა ცეცხლს და არ შეაკლავდა თავს პოლიციას, მაშინ როდესაც კარგად იცოდა, რომ პოლიციიდან თავის დაღწევა ბევრად უფრო უსაფრთხოდ შეიძლებოდა დიდი ქრთამის გადახდის ან პოლიციის მაღალჩინოსნებთან კავშირების გამოყენების საშუალებით (და, სამწუხაროდ, არც პოლიცილი გამოიდებდა თავს შეიარაღებულ კრიმინალთან დაპირისპირებით). ხოლო თუ ციხეში წასვლა მაინც მოუწევდა, იქაც საკურორტო პირობებში იქნებოდა. დღეს ყველა კრიმინალმა იცის, რომ ვერც ქრთამი და ვერც ნაცნობობა ვერ უშველის, ხოლო ციხეში იქნება რიგითი პატიმრის და არა ბატონ-პატრონის მდგომარეობაში.



სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა ექიმ-ნარკოლოგები დააკავეს 
  

სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, სამუშაო ოთახში დააკავეს:''ფსიქოკორექციისა და ნარკოლოგიური ექსპერტიზის ცენტრის '' ექიმ-ნარკოლოგები:...

ამოღებულია დიდ ოდენობით ,,სუბუტექსი" 
  

სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს პიროვნება, რომელსაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება ''სუბუტექსი'' აღმოაჩნდა...

სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა მძევლად ხელში ჩაგდების მცდელობის ფაქტზე  
  

სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ფულის გამოძალვის მიზნით, მძევლად ხელში ჩაგდების მცდელობის ფაქტზე, ქ.თბილისში ლუბლიანას ქუჩაზე დააკავ...

ავტოფარეხის ჩხრეკისას 70 ცალი აბი `სუბუტექსი~ 
  

ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მე-3 სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს თბილისში მცხოვრები, 1966 წ.დ. ალექსანდრე შოთას ძე მუმლაძე, რომელსაც პირადი ჩხრეკისას აღმოაჩნდა 14 ცალი აბი `სუბუტექსი~ 0,112 გრამი `ბუპრენორფინის~ შემცვე...


ქართულად 
ცხელი ხაზი:
ტრეფიკინგთან ბრძოლის ცხელი ხაზი
41-17-14
ნარკომანიასთან ბრძოლის ცხელი ხაზი
51-70-34
როგორ ვებრძოლოთ ნარკოტიკებს
ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა
რა არის ტრეფიკინგი?

სპეც რაზმი
ორგანიზებული დანაშაული